K1 ვიტამინის (ფიტომენადიონი) გამოყენება

ჩვენება

ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა ანტიკოაგულანტებით (K ვიტამინის ანტაგონისტები) გამოწვეული ჰიპოკოაგულაცია K ვიტამინის დაქვეითებული სინთეზი და აბსორბცია სხვა წამლებით გამოწვეული ჰიპოკოაგულაცია
მიღების წესი
კანავიტის ამპულის შიგთავსი შესაძლოა მიღებულ იქნას ინტრავენური, ორალური, ინტრამუსკულარული ან კანქვეშა გზით. კანავიტის ორალური მიღება შესაძლებელია განუზავებლად ან სასმელში (მაგ. ფორთოხლის წვენი) გაზავებით კვებისგან დამოუკიდებლად. ინტრავენური გამოყენება უნდა მოხდეს ნელი ინფუზიით არაუმეტეს 1 მგ/წთ ან კანავიტის დოზა გაზავდეს 50 მლ შეთავსებად ხსნარში (0,9 %-იანი ნატრიუმის ქლორიდი, 5 %-იანი დექსტროზა) და შეყვანილ იქნას სულ მცირე 20 წთ-ის განმავლობაში.

რეკომენდაციები

ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკა

მკაცრად რეკომენდებულია და რუტინულად ხორციელდება ახალშობილებში K ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკა ფიტომენადიონით. პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია 0,5 მგ (1500გ-მდე ახალშობილისთვის) ან 1 მგ ფიტომენადიონის ერთჯერადი დოზა ინტრამუსკულარულად დაბადებისთანავე ან 2 მგ ფიტომენადიონის 4 დოზა (დაბადებისთანავე, 1, 4 და 8 კვირის ასაკში) ორალურად. პროფილაქტიკის მიზნით უპირატესობა ენიჭება ინტრამუსკულარულ გამოყენებას, რომელიც წარმოქმნის დეპოს და ეფექტურად უზრუნველყოფს ჰემორაგიის პრევენციას ორალურ მიღებასთან შედარებით.
American Academy of Pediatrics Committee on Fetus and Newborn. ontroversies concerning vitamin K and the newborn. American Academy of Pediatrics Committee on Fetus and Newborn. Pediatrics 2003; 112:191. (Reaffirmed 2015).
პირველადი ინტრამუსკულარული პროფილაქტიკის მიუხედავად, გვინი ჰემორაგიის პრევენციისთვის განიხილება მეორე „ბუსტერ“ დოზა რისკის ფაქტორების მქონე ჩვილებში (ექსკლუზიურად ძუძუთი კვება, დიარეა, ანტიბიოტიკოთერაპია, ღვიძლის დაავადება, K ვიტამინის ანტაგონისტების მიღება).
Elalfy MS, Elagouza IA, Ibrahim FA, et al. Intracranial haemorrhage is linked to late onset vitamin K deficiency in infants aged 2-24 weeks. Acta Paediatr 2014; 103:e273

ანტიკოაგულანტებით (K ვიტამინის ანტაგონისტები) გამოწვეული ჰიპოკოაგულაცია

ვარფარინი და K ვიტამინის სხვა ანტაგონისტები არღვევენ კოაგულაციის K ვიტამინდამოკიდებული ფაქტორების ჰემოსტაზურ ფუნქციას. ჰიპოკოაგულაციის და / ან სისხლდენის დროს რეკომენდებულია K1 ვიტამინი.
INR 4,5 – 10 (სისხლდენის გარეშე): 1 – 2,5 მგ ფიტომენადიონი ორალურად ან 0,5 მგ ი.ვ. Hirsh 2008; Patriquin 2011
INR >10 (სისხლდენის გარეშე): 2,5 – 5 მგ ფიტომენადიონი ორალურად ან 0,5 – 1 მგ ი.ვ. ACCP 2012; Hirsh 2008; Patriquin 2011

სისხლდენის დროს რეკომენდებულია ვარფარინის ეფექტების დაუყოვნებელი სრული რევერსი ლაბორატორიული და ვიზუალიზაციური კვლევების შედეგების მიღებამდე. მცირე სისხლდენა მომატებული INR-ის ნებისმიერი მაჩვენებლის შემთხვევაში: 2,5 – 5 მგ ფიტომენადიონი ორალურად. Patriquin 2011
დიდი სისხლდენა მომატებული INR-ის ნებისმიერი მაჩვენებლის შემთხვევაში: 5 – 10 მგ ფიტომენადიონი ი.ვ. ACCP 2012; Hirsh 2008

ი.ვ. ფიტომენადიონის განმეორებითი დოზების მიღება შესაძლებელია ყოველ 12 სთ-ში.
შენიშვნა: ი.ვ. ფიტომენადიონის მაღალი დოზების განმეორებითმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ვარფარინის რეფრაქტერობა ≥ 1 კვირა, რეფრაქტერობის პერიოდში შესაძლებელია ჰეპარინის გამოყენება. Ansell 2008

INR-ის პრეპროცედურული (ქირურგიული) ნორმალიზება ვარფარინზე მყოფ პაციენტებში

ურგენტული ქირურგიული / ინვაზიური პროცედურა – ანტიკოაგულაციის დაუყოვნებელი რევერსისთვის რეკომენდებულია 10 მგ ფიტომენადიონი ი.ვ.
ნახევრად ურგენტული პროცედურა – რეკომენდებულია 2,5 – 10 მგ ფიტომენადიონი ორალურად ან ი.ვ.
გეგმიური პროცედურის წინა დღეს INR > 1,5-ზე შემთხვევაში რეკომენდებულია 1 – 2,5 მგ ფიტომენადიონი ორალურად INR-ის ნორმალიზების დასაჩქარებლად. Patriquin 2011

ანტიკოაგულაციის რევერსი ინტრაკრანიული სისხლდენის დროს

ვარფარინთან ასოცირებული ინტრაკრანიული სისხლდენის დროს რეკომენდებულია 10 მგ ფიტომენადიონი ი.ვ.
შემდგომი დოზების საჭიროება განისაზღვრება INR-ის მიხედვით, საწყისი დოზის მიღებიდან პირველ 24 – 48 სთ-ის განმავლობაში INR ≥ 1,4 შემთხვევაში რეკომენდებულია 10 მგ ფიტომენადიონის განმეორებითი დოზა ი. ვ. NCS / SCCM (Frontera 2016)

გამოყენება ბავშვებში ჰიპოკოაგულაციის დროს

გახანგრძლივებული INR-ის შემთხვევაში (INR > 8, სისხლდენის გარეშე): 0,03 მგ / კგ / დოზა ი.ვ.
დაუყოვნებელი რევერსისთვის პაციენტებში (სისხლდენის გარეშე) შემდგომი ანტიკოაგულაციური თერაპიის საჭიროებით: 0,5 – 2 მგ ი.ვ.
დაუყოვნებელი რევერსისთვის პაციენტებში (სისხლდენის გარეშე), რომლებიც არ საჭიროებენ შემდგომ ანტიკოაგულაციურ თერაპიას: 2 – 5 მგ ი.ვ.
მნიშვნელოვანი სისხლდენის დროს: 0,5 – 2 მგ ი.ვ.
სიცოცხლისთვის საშიში მნიშვნელოვანი სისხლდენის დროს: 5 მგ ი.ვ.

სხვა წამლებით (კუმარინის გარდა) და აბსორბციის ან სინთეზის დამაქვეითებელი ფაქტორებით გამოწვეული ჰიპოპროთრომბინემია

ფიტომენადიონის საწყისი დოზა 2,5 – 25 მგ (იშვიათად 50 მგ-მდე) ორალურად ან ი.ვ. რეკომენდებულია INR-ის განსაზღვრა 6 – 8 საათში და საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი დოზის მიღება.

ანტიკოაგულაციის რევერსი ინტრაკრანიული სისხლდენის დროს

სუპერვარფარინები (ბროდიფაკუმი, ბრომადიოლონი, კუმაფურილი, დიფენაკუმი) გამოიყენება როგორც როდენტიციდები. ისინი წარმოადგენენ ხანგრძლივად მოქმედ ლიპოფილურ აგენტებს, რომელთა ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს კვირებს და თვეებს, კლინიკური გამოყენების K ვიტამინის ანტაგონისტებისგან განსხვავებით. სუპერვარფარინით მოწამვლა იწვევს კოაგულოპათიის და სისხლდენის განვითარებას. სუპერვარფარინით ინტოქსიკაციის შემთხვევაში რეკომენდებულია ფიტომენადიონის მაღალი დოზები (50 – 800 მგ / დღეში) პერორალურად ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
Laposata M, Van Cott EM, Lev MH. Case records of Massachusetts General Hospital. Case 1-2007. A 40-yars-old woman with epistaxis, hematemesis, and altered mental status. N Engl JMed 2007; 356:174. Bruno GR, Howland MA, McMeeking A, Hoffman RS. Long-acting anticoagulant overdose: brodifacoum kinetics and optimal vitamin K dosing. Ann Emerg Med 2000; 36:262. Weitzel JN, Sadowski JA, Furie BC, et al. Surreptitious ingestion of a long-acting vitamin K antagonist/rodenticide, brodifacoum: clinical and metabolic studies of three cases. Blood 1990; 76:2555. Schulman S, Furie B. How I treat poisoning with vitamin K antagonist. Blood 2015; 125:438. Hollinger BR, Pastor TP. Case management and plasma half-life in a case of brodifacoum poisoning. Arch Intem Med 1993; 153:1925. .

K1 ვიტამინის (ფიტომენადიონი) გამოყენება ღვიძლის დაავადების დროს

ღვიძლის დაავადების დროს ვლინდება კოაგულაციის ფაქტორების სინთეზისა და პოსტტრანსლაციური მოდიფიკაციის დარღვევა. ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში K ვიტამინის დეფიციტი იწვევს K ვიტამინდამოკიდებული კოაგულაციის ფაქტორების მოდიფიკაციის დეფექტს. ციროზის დროს კოაგულაციის ფაქტორების რაოდენობრივი და ხარისხობრივი დეფექტი განაპირობებს კოაგულოპათიის განვითარებას.
Marks PW. Hematologic manifestations of liver disease. Semin Hematol 2013; 50:216. Wölpl A, Lattke HShah NL, Intagliata NM, Northup PG, et al. Procoagulant therapeutics in liver disease: a critique and clinical rationale. Nat Rev Gastroenterol Hepatol 2014; 11:675. Hugenholtz GC, Macrae F, Adelmeijer J, et al. Procoagulant changes in fibrin clot structure in patients with cirrhosis are associated with oxidative modifications of fibrinogen. J Thromb

K ვიტამინის მიღება რეკომენდებულია დეფიციტზე საეჭვო ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებისთვის

სავარაუდო დაბალი ნუტრიციული სტატუსი

ქოლესტაზური დაავადება
დიარეა

ანტიბიოტიკების მიღება

K1 ვიტამინის დანამატმა აჩვენა ეფექტურობა ღვიძლის დაავადებით გამოწვეული კოაგულოპათიის დროს ციროზის, მწვავე ჰეპატიტის, არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის, ჰეპატოცელულური კარცინომის მქონე პაციენტებში.

Bryan Christopher Hambley, Akiva Diamond, Strouse Connie, Sasan Patrovi, Todd Smith and Charles LoPresti. American Society of Hematology 2016 .

ღვიძლის მწვავე უკმარისობასთან ასოცირებული კოაგულოპათიის დროს რეკომენდებულია

ფიტომენადიონი 5 – 10 მგ ი.ვ. (სულ მცირე ერთი დოზა). AASLD [Lee 2011]; Pereira 2005
დიდი სისხლდენის დროს: ფიტომენადიონი 10 მგ დღეში ერთხელ ორალურად 3 დღის განმავლობაში. ი.ვ. გზას უპირატესობა ენიჭება დაქვეითებული ნაწლავური აბსორბციის გამო. მწვავე მალაბსორბცია: ფიტომენადიონი 10 მგ პარენტერალურად. ქრონიკული მალაბსორბცია: ფიტომენადიონი 1- 2 მგ პერორალურად ყოველდღიურად ან 1- 2 მგ პარენტერალურად ყოველკვირეულად.

ფიტომენადიონის გამოყენება ბავშვებში ჰეპატო-ბილიარული დაავადების დროს

ბილიარული ატრეზია Shneider 2012
1 – 6 თვე: INR 1,2 – 1,5: 2,5 მგ დღეში ერთხელ ორალურად
INR 1,5 – 1,8: 2 – 5 მგ ი.მ., შემდგომ 2,5 მგ დღეში ერთხელ ორალურად
INR > 1,8: 2 – 5 მგ ი.მ., შემდგომ 5 მგ დღეში ერთხელ ორალურად

ქოლესტაზი Sathe 2010
2,4 – 15 მგ / დღეში ორალურად
ცისტური ფიბროზი Borowitz 2002; Sathe 2010
0,3 – 0,5 მგ / დღეში ორალურად
ღვიძლის დაავადება Nightingale 2009; Sathe 2010
2,5 – 5 მგ / დღეში ორალურად