ამოქსიცილინ-კლავულანატის გამოყენება

ჩვენება

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია: ფარინგიტი, ტონზილიტი, პერიტონზილური აბსცესი, სინუსიტი, ოტიტი
ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია: პნევმონია, ბრონქიტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება
საშარდე გზების ინფექცია: ცისტიტი, პიელონეფრიტი
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია: ჭრილობის ინფექცია, ნაკბენი ჭრილობის ინფექცია, ცელულიტი, პიოდერმია, დიაბეტური ტერფის ინფექცია, იმპეტიგო, ფურუნკული, აბსცესი, წითელი ქარი
ოდონტოგენური ინფექცია
ენდოკარდიტის პროფილაქტიკა
ძვლების და სახსრების ინფექცია
ნეიტროპენიული ცხელება
მუცლის ღრუს ინფექცია
მენჯის ანთებითი დაავადება
ქირურგიული პროცედურის ანტიმიკრობული პროფილაქტიკა

ამოქსიცილინ-კლავულანატის 875 მგ / 125მგ ტაბლეტების რეკომენდაციები მოზრდილებში

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია: 1 ტაბლეტი 12 საათში ერთხელ 5-7 დღე. Barlett 2018; IDSA [Mandell 2007]
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება: 1 ტაბლეტი 12 საათში ერთხელ 5-7 დღე. Gold 2018; Llor 2012; Wilson 2012; Anzueto 2007; Sethi 2008
ოტიტი: 1 ტაბლეტი 12 საათში ერთხელ 5-7 დღე ან 10 დღე. Mira 2001; Limb 2019
ბაქტერიული რინოსინუსიტი: 1 ტაბლეტი 12 საათში ერთხელ 5-7 დღე ან 7-10 დღე. IDSA [Chow 2012]; AAO-HNS [Rosenfeld 2015]; Harris 2016; Patel 2018
პერიტონზილური ცელულიტი ან აბსცესი: 1 ტაბლეტი 12 საათში ერთხელ ანტიბაქტერიული თერაპიის სრული 14 დღიანი კურსის დასრულებამდე. Wald 2018; IDSA [Shulman 2012]; Mahakit 2006
სტრეპტოკოკის (A ჯგუფის) ქრონიკული მტარებლობა: 1 ტაბლეტი 12 საათში ერთხელ 10 დღე. IDSA [Shulman 2012]; Mahakit 2006
ოდონტოგენური ინფექცია: 1 ტაბლეტი 12 საათში ერთხელ 7-14 დღე. Tancawan 2015; Chow 2019
ნეიტროპენიული ცხელება: 1 ტაბლეტი 12 საათში ერთხელ ციპროფლოქსაცინთან კომბინაციაში. Kern 2013; ASCO / IDSA [Taplitz 2018]; IDSA [Freifeld 2011]
დიაბეტური ტერფის ინფექცია: 1 ტაბლეტი 12 საათში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, უმრავლეს პაციენტებში, როდესაც ინფექცია ლიმიტირებულია კანისა და რბილი ქსოვილების დონეზე საკმარისია 1 – 2 კვირა. IDSA [Lipsky 2012]; Lipsky 2004; Weintrob 2018
ნაკბენი ჭრილობის ინფექციის მკურნალობა და პროფილაქტიკა: 1 ტაბლეტი 12 საათში ერთხელ 3-5 დღე პროფილაქტიკისთვის ან 5-14 დღე სამკურნალოდ. IDSA [Stevens 2014]; Baddour 2019; Baddour 2019b
საშარდე გზების ინფექცია: 1 ტაბლეტი 12 საათში ერთხელ 5-7 დღე ან 10-14 დღე. Johnson 2018; ESCMID / IDSA [Gupta 2011]; Hooton 2018
მუცლის ღრუს ინფექცია (მათ შორის საფეხურებრივ თერაპიაში პარენტერალური აგენტის შემდეგ): 1 ტაბლეტი 8-12 საათში ერთხელ სულ მცირე 4-7 დღე. Biondo 2014; Mora Lopez 2013; Barshak 2018; Lucasti 2008; SIS [Mazuski 2017]; SIS / IDSA [Solomkin 2010]; Pemberton 2018

დოზირება თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის დროს

CrCl ≥30 მლ/წთ: არ საჭიროებს დოზის კორექციას CrCl 10 – 30 მლ/წთ: 250 ან 500 მგ (ამოქსიცილინის კომპონენტი) 12 საათში ერთხელ CrCl <10 მლ/წთ: 250 ან 500 მგ (ამოქსიცილინის კომპონენტი) 24 საათში ერთხელ ჰემოდიალიზზე: 250 ან 500 მგ (ამოქსიცილინის კომპონენტი) 24 საათში ერთხელ დიალიზის დროს ან შემდეგ.

რეკომენდაციები პედიატრიაში

დოზა გამოითვლება ამოქსიცილინის კომპონენტის მიხედვით ოტიტი: 90 მგ/კგ/დღეში გაყოფილი ყოველ 12 საათში ერთხელ მიღებაზე 5-7 ან 10 დღე. AAP [Lieberthal 2013]
ბაქტერიული რინოსინუსიტი: 45 ან 90 მგ/კგ/დღეში გაყოფილი ყოველ 12 საათში ერთხელ მიღებაზე 7 ან 10-14 დღე. AAP [Wald 2013]; IDSA [Chow 2012]
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია: 45 ან 90 მგ/კგ/დღეში გაყოფილი ყოველ 12 საათში ერთხელ მიღებაზე, მაქსიმუმ 4000 მგ/დღეში. IDSA/PIDS [Bradley 2011]
იმპეტიგო: 40 მგ/კგ/დღეში გაყოფილი ყოველ 12 საათში ერთხელ მიღებაზე 10 დღე. IDSA [Stevens 2014]
სტრეპტოკოკის (A ჯგუფის) ქრონიკული მტარებლობა: 40 მგ/კგ/დღეში გაყოფილი ყოველ 8 საათში ერთხელ მიღებაზე 10 დღე. IDSA [Shulman 2012]
საშარდე გზების ინფექცია: 20-40 მგ/კგ/დღეში გაყოფილი ყოველ 8 საათში ერთხელ მიღებაზე 10 დღე. AAP 2011; Belarmino 2006; Greenbaum 2006; Matoo 2007

დოზირება პედიატრიაში თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის დროს Aronoff 2007

GFR >30 მლ/წთ/1.73 მ²: არ საჭიროებს დოზის კორექციას GFR 10 – 29 მლ/წთ/1.73 მ²: 8 – 20 მგ ამოქსიცილინი/კგ/დოზა 12 საათში ერთხელ. GFR <10 მლ/წთ/1.73 მ²: 8 - 20 მგ ამოქსიცილინი/კგ/დოზა 24 საათში ერთხელ. ჰემოდიალიზზე: 8 - 20 მგ ამოქსიცილინი/კგ/დოზა 24 საათში ერთხელ დიალიზის შემდეგ. პერიტონულ დიალიზზე: 8 - 20 მგ ამოქსიცილინი/კგ/დოზა 24 საათში ერთხელ.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავის, სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული აგენტების (მაგ, პენიცილინები, ცეფალოსპორინები) ან ფორმულის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ამოქსიცილინ-კლავულანატთან ასოცირებული ქოლესტაზური სიყვითლე ან ღვიძლის დისფუნქცია წარსულში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

რეპროდუქციულმა კვლევებმა ცხოველებში არ აჩვენა ამოქსიცილინ-კლავულანატის ტერატოგენული ეფექტი. მწირია ინფორმაცია ორსულ ქალებში ამოქსიცილინ-კლავულანატის გამოყენების შესახებ. პრეპარატის ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული ეფექტი დადგენილი არ არის. ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, სასურველია თავიდან ავიცილოთ პრეპარატის მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება დასაშვებია.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ამოქსიცილინი წარმოადგენს ფართო სპექტრის, ანტიბაქტერიულ საშუალებას. აინჰიბირებს ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზს საბოლოო, ტრანსპეპტიდაციის საფეხურის დარღვევის გზით. შედეგად ბაქტერია განიცდის ლიზისს უჯედის კედლის ავტოლიზური ენზიმების მოქმედების შედეგად. კლავულანის მჟავა წარმოადგენს ბეტა-ლაქტამს, უკავშირედება და აინჰიბირებს ბეტა-ლაქტამაზებს, აფართოებს ამოქსიცილინის ანტიბაქტერიულ სპექტრს

ანტიბაქტერიული სპექტრი

გრამ დადებითი აერობები:

Staphylococcus aureus
Streptococcus pneumoniae
Streptococcus pyogenes
Staphylococcus epidermidis
Staphylococcus saprophyticus
Viridans -ის ჯგ. Streptococcus
Enterococcus faecalis
Actinomyces species

გრამ უარყოფითი აერობები:

Enterobacter species Escherichia coli Haemophilus influenzae Klebsiella species Moraxella catarrhalis Eikenella corrodens Proteus mirabilis Helicobacter pylori Bacillius anthracis, Borrelia spp.

ანაერობები:

Bacteroides species მათ შორის Bacteroides fragilis Fusobacterium species Peptostreptococcus species

ფარმაკოკინეტიკა

ამოქსიცილინის ფარმაკოკინეტიკა: ცილებთან კავშირი ~ 20% პიკის დრო (Tmax) – 1-2 სთ ნახევარგამოყოფის პერიოდი – 61.3 წთ ექსკრეცია – შარდით (60% შეუცვლელი სახით) კლავულანის მჟავა გავლენას არ ახდენს ამოქსიცილინის ფარმაკოკინეტიკაზე. კლავულანის მჟავის ფარმაკოკინეტიკა: ცილებთან კავშირი: ~ 25% ნახევარგამოყოფის პერიოდი: 1 საათი პიკის დრო (Tmax): 1.5 სთ ექსკრეცია: შარდით (25-40 % შეუცვლელი სახით)

დოზის გადაჭარბება

ბეტამოქს პლუსის ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა კუჭის გაღიზიანება (ღებინების შეგრძნება, გულისრევა ან დიარეა) ან კონვულსიები. აუცილებელი ექიმის ინფორმირება. მკურნალობა: რეკომენდებულია სიმპტომური თერაპიის წარმოება. ამოქსიცილინ-კლავულანატი ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით გამოიყოფა.

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის მხრივ: იშვიათად – დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა; აღწერილია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, ჰეპატიტისა და ქოლესტაზური სიყვითლის განვითარების ცალკეული შემთხვევები. ალერგიული რეაქციები: იშვიათად _ ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება; ძალზე იშვიათად – მულტიფორმული ერითემა, ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი. გვერდითი ეფექტები, გამოწვეული პრეპარატის ბიოლოგიური მოქმედებით: იშვიათად – კანდიდოზი და სხვა სახის სუპერინფექცია.

განსაკუთრებული მითითებები

ურტიკარიისა და ერითემული გამონაყარის განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. პოტენციური გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენების შესამცირებლად პრეპარატის მიღება რეკომენდებულია საკვებთან ერთად.

წამალთაშორისი ურთიერთქმედება

აცემეტაცინი: შესაძლოა გაზარდოს პენიცილინების კონცენტრაცია შრატში. ალოპურინოლი: შესაძლოა გააძლიეროს ამოქსიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის პოტენციალი. ლაქტობაცილები და ესტრიოლი: ანტიბიოტიკებმა შესაძლოა შეამციროს ლაქტობაცილებისა და ესტრიოლის თერაპიული ეფექტი. მეთოტრექსატი: პენიცილინებმა შესაძლოა გაზარდოს მეთოტრექსატის კონცენტრაცია შრატში. მიკოფენოლატი: პენიცილინებმა შესაძლოა დააქვეითოს მიკოფენოლატის აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაციები შრატში. პრობენეციდი: შესაძლოა გაზარდოს ბეტა-ლაქტამაზის ინჰიბიტორების კონცენტრაცია შრატში და ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის. ნატრიუმის პიკოსულფატი: ანტიბიოტიკებმა შესაძლოა დააქვეითოს ნატრიუმის პიკოსულფატის თერაპიული ეფექტი. ტეტრაციკლინები: შესაძლოა დაავქეითონ პენიცილინების თერაპიული ეფეტი. K ვიტამინის ანტაგონისტები (ვარფარინი): პენიცილინებმა შესაძლოა გააძლიეროს K ვიტამინის ანტაგონისტების ანტიკოაგულაციური მოქმედება.