ვისკოფლუ ცხვირი
ვისკოფლუ
ნაზალური სპრეი 30მლ
NaCl 3%, N-აცეტილცისტეინი 6%
დეკონგენსტანტი და გამათხიერებელი
შემადგენლობა
30 მლ ბოთლი შეიცავს:
N-აცეტილცისტეინი 1.8გ,
ნატრიუმის ქლორიდი 0.9გ.
შემავსებლები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის ედეტატი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვისკოფლუ სწრაფად ამცირებს სასუნთქ გზებში დაგროვილი ლორწოს წებოვნებასა და სიმკვრივეს. გამოიყენება ბლანტი ლორწოს წებოვნების შემცირების და ცხვირის ღრუდან გამოყოფისთვის.
ჰიპერტონული ხსნარიქმნის ოსმოსურ წნევას, რომელიც განაპირობებს ჭარბი სეკრეტის დრენირებას ცხვირის ღრუდან და სინუსებიდან.
N-აცეტილცისტეინი– აცეტილცისტეინი ბუნებრივი ამინომჟავა L-ცისტეინის N-აცეტილირებული წარმოებულია; იწვევს დისულფიდური ბმების დარღვევას ლორწოვანის გლიკოპროტეინებში სულფჰიდრილურ ჯგუფებს შორის და ავლენს მუკოლიზურ ეფექტს მუკოიდურ და ლორწოვან - ჩირქოვან სეკრეტებზე.
ჩვენება
ვისკოფლუ ნაზალური სპრეი წარმადგენილია სამედიცინო მოწყობილობის სახით, რომელიც შეიცავს 3%-იან ჰიპერტონული ხსნარს, დაბალანსებული pH-ით და 6% N-აცეტილცისტეინით. იგი გამოიყენება ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი სეკრეტის გასათხიერებლად და ცხვირის ღრუდან მექანიკური გამოდევნისთვის (მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული რინიტების დროს; ბლანტი, სქელი გამონადენისას; ვაზომოტორული რინიტისას) და პარანაზალური სინუსებიდან (მწვავე და ქრონიკული სინუსიტები).
აუმჯობესებს ზედა სასუნთქი გზების მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესების მიმდინარეობას და კურსს.
უკუჩვენება
ვისკოფლუს გამოყენება არ უნდა მოხდეს, თუ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ვისკოფლუს გამოყენება ორსულებში დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისას და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
დოზირება
რეკომენდებული დოზირებაა 2-3 შესხურება თითო ნესტოში 2-ჯერ ან 3-ჯერ დღეში არაუმეტეს 10 დღისა, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკური სიმპტომების სიმწვავეზე. მკურნალობა შეიძლება განმეორდეს წელიწადში რამდენიმეჯერ, მინიმუმ ერთ კვირიანი შუალედების დაცვით მკურალობის კურსებს შორის.
ვარგისია გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.
გამოყენების მეთოდი
მოწყობილობას მოხადეთ დამცავი თავსახური, დაიჭირეთ ბოთლი ვერტიკალურად და ფრთხილად მოათავსეთ დისპენსერი ცხვირის ნესტოში. დააჭირეთ ორი თითი დისპენსერის ფუძეზე ნაჭდევებს 2-3 ჯერ. გაიმეორეთ პროცედურა მეორე ნესტოში. გაწმინდეთ დისპენსერი და მოარგეთ დამცავი თავსახური. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
გვერდითი ეფექტები
ჰიპერტონულმა ხსნარმა შეიძლება შესხურებისას გამოიწვიოს ბუნებრივი წვის შეგრძნება. აღნიშნული ეფექტი გაივლის რამოდენიმე წუთის განმავლობაში. ანოტაციის მიხედვით რეკომენდაციების გათვალისწინება თავიდან აგვარიდებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
სიფრთხილის ზომები
სპრეის გამოყენების შემდეგ ვისკოფლუ ნაზალურ სპრეის აქვს გოგირდის სუნი, რაც არანაირად არ ცვლის მის თვისებებს. გაწმინდეთ დისპენსერი ყოველი გამოყენების შემდეგ. მოარგეთ დამცავი თავსახური ყოველი გამოყენების შემდეგ. გამოყენება არ უნდა მოხდეს, თუ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ტოპიკური პროდუქტის პროლონგირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია. თუ ეს ეფექტი გამოვლინდა, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.
არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ თუ შეფუთვა დაზიანებულია.
სითხე არ გადაყლაპოთ. მოერიდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას.
ერთი და იგივე ბოთლის (დისპენსერის) გამოყენება რამდენიმე ადამიანის მიერ განაპირობებს ინფექციის ტრანსმისიას.
გამოშვების ფორმა
სითხე30 მლ შუშის ბოთლში, ვერტიკალური ნაზალური დისპენსერით და დამცავი
თავსახურით.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25°C), მშრალ ადგილას, სითბოს, სინათლის და ტენისგან მოშორებით. პროდუქტი არ გამოიყენება, თუ ბოთლი გახსნილი ან დაზიანებულია.
განადგურება
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი სამედიცინო ნარჩენების კონტროლის შესაბამისად.
მწარმოებელი
Pharmaline S.R.L.
Via Bertani 2, Milano,Italy.