აზიოპტიკი

აზიოპტიკი

აქტიური ნივთიერება: azithromycin 15მგ/გ 0.25გ თვალის წვეთები ერთდოზიანი პოლიეთილენის კონტეინერი №6

Rompharm Company რუმინეთი

მაღალეფექტური და უსაფრთხო საშუალება ბაქტერიული კონიუქტივიტის სამკურნალოდ ახალშობილობიდან ნებისმიერ ასაკში გამოყენების შესაძლებლობა კომფორტული დოზირების რეჟიმი – მხოლოდ 2 ჩაწვეთება დღეში მკურნალობის ყველაზე ხანმოკლე კურსი- მხოლოდ 3 დღე გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ შეიცავს კონსერვანტებს

აზითრომიცინის გამოყენება
ჩვენება

- ჩირქოვანი ბაქტერიულ კონიუნქტივიტი, ბავშვებში (ასაკი: დაბადებიდან 17 წლამდე) და მოზრდილებში;

– ტრაქომატული კონიუნქტივიტი, რომელიც გამოწვეულია Chlamydia trachomatis მიერ ბავშვებში (ასაკი: დაბადებიდან 17 წლამდე) და მოზრდილებში.

- ბლეფარიტი

- პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევების დროს

აზითრომიცინი – მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების ქვეჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი. აქვს ბაქტერიოსტატური მოქმედება, მაგრამ ანთების კერაში მაღალი კონცენტრაციის შექმნისას, იწვევს ბაქტერიციდულ ეფექტსაც. 50 S რიბოსომული სუბერთეულის შებოჭვით, აზითრომიცინი თრგუნავს მგრძნობიარე მიკროორგანიზმებში ცილის სინთეზს.

EUCAST მიხედვით (ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი) აზითრომიცინის მოქმედების სპექტრი მოიცავს შემდეგ მიკრობებს:

– Haemophilus influenzae: S ≤ 0.12 მგ/ლ და /R > მგ/ლ

– Moraxella catarrhalis: S ≤ 0.5 მგ/ლ და R > 0.5 მგ/ლ

– Neisseria gonorrhoeae: S ≤ 0.25 მგ/ლ და R > 0.5 მგ/ლ

– Staphylococcus spp*: S ≤ 1.0 მგ/ლ და R > 2.0 მგ/ლ

– Streptococcus pneumoniae: S ≤ 0.25 მგ/ლ და R > 0.5 მგ/ლ

– Streptococcus A, B, C, G: S ≤ 0. 25 მგ/ლ და R > 0.5 მგ/ლ

*spp მოიცავს გენერიკის ყველა სახეობა

ცხრილი:

აზითრომიცინის ანტიბაქტერიული სპექტრი

ხშირად მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამ-უარყოფითი

Moraxella (Branhamella) catarrhalis

Neisseria gonorrhoeae 3

Haemophilus influenzae 2

Haemophilus parainfluenzae 2

სხვა მიკროორგანიზმები

Chlamydia trachomatis1

სახეობები, შეძენილი რეზისტენტობით

აერობული გრამ-დადებითი

Staphylococcus aureus (მეტიცილინ რეზისტენტული და მეტიცილინ მგრძნობიარე)

Staphylococcus, კოაგულაზა ნეგატიური (მეტიცილინ რეზისტენტული და მეტიცილინ მგრძნობიარე)

Streptococcus pneumoniae

Streptococcus pyogenes

Streptococci viridans

Streptococcus agalactiae

Streptococcus group G

მემკვიდრულად რეზისტენტული ორგანიზმები

აერობული გრამ-დადებითი

Corynebacterium spp

Enterococcus faecium

აერობული გრამ-უარყოფითი

Pseudomonas aeruginosa

Acinetobacter

Enterobacteriaceae


დოზირება და მიღების წესი

პედიატრიული პოპულაცია,მოზრდილები,ხანდაზმულები: ერთი წვეთი კონიუნქტივალურ ჯიბეში ორჯერ დღეში, დილით და საღამოს, სამი დღის განმავლობაში. სამ დღეზე დიდხანს მკურნალობის გაგრძელება აუცილებელი არ არის. დოზის რეჟიმის დაცვა მნიშვნელოვანია ეფექტური მკურნალობისთვის.

მიღების წესი

თვალში ჩასაწვეთებლად. პაციენტს უნდა ურჩიონ: – კარგად დაიბანონ ხელები ჩაწვეთებამდე და მის შემდეგ, – მოერიდონ თვალის ან ქუთუთოების შეხებას ერთჯერად დოზიანი კონტეინერის საწვეთურით. – გაანადგურონ ერთჯერად დოზიანი კონტეინერი გამოყენების შემდეგ და არ შეინახონ შემდეგი გამოყენებისთვის.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა აზითრომიცინის ან ნებისმიერი მაკროლიდის მიმართ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას -თვალის წვეთების ხსნარის ინექცია ან გადაყლაპვა არ შეიძლება. -თვალის წვეთების ხსნარი არ უნდა გამოიყენონ პერი- ან ინტრაოკულარული ინექციისთვის. -ალერგიული რეაქციის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. -პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ აუცილებელი არ არის მკურნალობის სამი დღის შემდეგ გააგრძელოს თვალის წვეთების ხსნარის გამოყენება, ბაქტერიული კონიუნქტივიტის რეზიდუალური ნიშნების დარჩენის შემთხვევაშიც. -სიმპტომური გაუმჯობესება ჩვეულებრივ აღინიშნება 3 დღის შემდეგ. თუ 3 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესების ნიშნები, დიაგნოზი ხელახლა უნდა დადასტურდეს. -კონტაქტური ლინზები არ უნდა ატარონ ბაქტერიული კონიუნქტივიტით დაავადებულმა პაციენტებმა.

ახალშობილებში გამოყენება

დაავადების საერთაშორისო კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც მოიცავს თვალებს და გენიტალურ ტრაქტს, და რომლებიც გადაეცემა ახალშობილებს, სისტემურ მკურნალობას საჭიროებს არა-ტრაქომატული კონიუნქტივიტი, რომელიც გამოწვეულიაChlamydia trachomatis და კონიუნქტივიტი, რომელიც გამოწვეულია Neisseria gonorrhoeae ს მიერ. ახალშობილებში და 3 თვეზე უმცროსი ასაკის ჩვილებში სისტემურ ინფექციებს (მაგ. პნევმონია, ბაქტერიემია), რომელიც გამოწვეულია Chlamydia trachomatis მიერ, შეიძლება თან ახლდეს კონიუნქტივიტი. ეჭვის შემთხვევაში საჭიროა სისტემური მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პლაზმაში აზითრომიცინის აღმოჩენადი კონცენტრაციის არ არსებობისას თვალში აზითრომიცინის ჩაწვეთების დროს, სამედიცინო პროდუქტებთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის. სხვა თვალის წვეთების ხსნარით მკურნალობისას, პრეპარატების ჩაწვეთებათა შორის ინტერვალი მინიმუმ 15 წუთს უნდა შეადგენდეს. აზიოპტიკი 15 მგ/გ თვალის წვეთების ხსნარი უნდა ჩაიწვეთონ ბოლოს.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

- ორსულობაზე უარყოფითი ეფექტი მოსალოდნელი არ არის, რადგან აზითრომიცინისადმი სისტემური ექსპოზიცია უმნიშვნელოა. აზიოპტიკი 15 მგ/გ თვალის წვეთების ხსნარის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს.

- ძუძუთი კვება: აზითრომიცინი გამოიყოფა ლაქტატში, მაგრამ დაბალი დოზის და დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობის გამო, ახალშობილის მიერ მიღებული დოზა უმნიშვნელოა. შედეგად, ძუძუთი კვება შესაძლებელია მკურნალობის დროს.

- ფერტილობაზე გავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის, რადგან აზითრომიცინის თვალის წვეთების სისტემური ექსპოზიცია უმნიშვნელოა.

- კვლევები ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ ჩატარებულა.

- მხედველობა შეიძლება ტრანზიტორულად დაიბინდოს ჩაწვეთების შემდეგ. ამ შემთხვევაში პაციენტს უნდა ურჩიონ თავი შეიკავოს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებისგან სანამ ნორმალური მხედველობა არ აღდგება.

არასასურველი ეფექტები

კლინიკური კვლევების განმავლობაში და აზითრომიცინის 15 მგ/გ თვალის წვეთების ხსნარის პოსტ-მარკეტინგული უსაფრთხოების მონაცემების მიხედვით აღწერილია მკურნალობასთან დაკავშირებული შემდეგი ნიშნები და სიმპტომები: -თვალის მხრივ დარღვევები ძალიან ხშირი : თვალში დისკომფორტი (ქავილი, წვა, ჩხვლეტა) ჩაწვეთებისას. ხშირი : დაბინდული მხედველობა, თვალში წებოვნების შეგრძნება, უცხო სხეულის შეგრძნება ჩაწვეთებისას. ნაკლებად ხშირი : კონიუნქტივიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი, კერატიტი, ქუთუთოების ეგზემა, ქუთუთოების შეშუპება, თვალის ალერგია, კონიუნქტივალური ჰიპერემია, ცრემლდენის ზრდა ჩაწვეთებისას, ქუთუთოს ერითემა.

ჭარბი დოზირება

აზითრომიცინის საერთო რაოდენობა ერთჯერად დოზიან კონტეინერში, რომელიც შეიცავს ორივე თვალის სამკურნალოდ საკმარის რაოდენობას, ძალიან მცირეა გვერდითი ეფექტების გამოსაწვევად.

თვალის ტოქსიკურობა

დღეში ორჯერ ან სამჯერ 28 დღის განმავლობაში აზითრომიცინის 15 მგ/გ თვალის წვეთების ხსნარის გამოყენებისას არ აღინიშნა ადგილობრივი ან სისტემური ტოქსიკური ეფექტი. შენახვის ვადა-18 თვე. თვალის წვეთების ერთჯერად დოზიანი კონტეინერის გახსნის შემდეგ, ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენონ. გაანადგურეთ გახსნილი ერთჯერად დოზიანი კონტეინერი პირველი გამოყენებისთანავე.

უკანა გვერდზე დაბრუნება