კორტაირი

0,25მგ/მლ 2მლ დოზირებული საინჰალაციო სუსპენზია ერთდოზიანი ფლაკონი №20
0,5 მგ/2მლ დოზირებული საინჰალაციო სუსპენზია ერთდოზიანი ფლაკონი №20
VEM ILAC San თურქეთი

ჩვენება
ბრონქული ასთმა , რომელიც საჭიროებს შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარებას გლუკოკორტიკოსტეროიდებით ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ( ფქოდ ) სასუნთქი გზების ობსტრუქციით მიმდინარე დაავადებები
დოზირება
რეკომენდებული საწყისი დოზა: 6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვები: სადღეღამისო დოზა 0.25-0.5 მგ დღეში. თუ ბავშვი ღებულობს კორტიზონს, შეიძლება დაინიშნოს უფრო მაღალი საწყისი დოზა. რამოდენიმე ხნის შემდეგ ექიმს შეუძლია დაარეგულიროს დოზა. ერთჯერადი დოზით შეიძლება დღეში 1 მგ-მდე დოზის შეყვანა. მოზრდილები / ხანდაზმულები: სადღეღამისო დოზა 1-2 მგ დღეში. რამოდენიმე ხნის შემდეგ ექიმს შეუძლია დაარეგულიროს დოზა. ერთჯერადი დოზით შეიძლება დღეში 1 მგ-მდე დოზის შეყვანა. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა. შენარჩუნების მკურნალობა: 6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვები: სადღეღამისო დოზა 0.25-2 მგ დღეში. მოზრდილები / ხანდაზმულები: სადღეღამისო დოზა 0.5-4 მგ დღეში. მძიმე შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს.

კორტაირის გამოიყენება

  • კორტაირი შედის მედიკამენტების ჯგუფში, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ბუდესონიდს, გლუკოკორტიკოსტეროიდს და გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ
  • თქვენი ასთმა გამოიწვია სასუნთქი გზების ანთებამ. კორტაირი გამოიყენება ანთების შესამცირებლად ასთმის ყველა სტადიაზე, სუნთქვის ტრაქტის გაფართოების, დაავადების სიმპტომების კონტროლის მიზნით და პერორალური სტეროიდების საჭიროების შესამცირებლად. ცალკე გამოყენება ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების დროს (COPD) არ არის რეკომენდირებული.
  • კორტაირის გამოყენებისთვის წარმოდგენილია შეფუთვა 20 ფლაკონით. თითოეული ფლაკონი შეიცავს 2 მლ თეთრ ან მოთეთრო სუსპენზიას. თითოეული ფლაკონი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის.
  • კორტაირი განკუთვნილია ინჰალაციისთვის ნებულაიზერის გამოყენებით (საინჰალაციო მოწყობილობა). პირით სუნთქვის დროს ან სახის ნიღბის გამოყენებისას, მედიკამენტი აღწევს ფილტვებში შესუნთქვით. 

სანამ კორტაირს გამოიყენებთ

ყურადღებით გამოიყენეთ კორტაირი შემდეგ სიტუაციებში. თუ,
  • ფილტვების ანთება გაქვთ
  • გაციებული ხართ, ან  გაქვთ ანთება, ან  სუნთქვითი სხვა პრობლემები
  • გაქვთ ტუბერკულოზი  ან  წარსულში გადატანილი გაქვთ ტუბერკულოზი
  • გაქვთ ღვიძლის პრობლემები 
ორსულობა გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მედიკამენტის მიღებამდე. ორსულობის პერიოდში წამლის გამოყენებისას ყოველთვის ყურადღებით იყავით. არ არსებობს იმის დასტური, რომ კორტაირის გამოყენება ორსულობის პერიოდში საზიანოა დედისთვის ან ნაყოფისთვის. მიუხედავად ამისა, თუ კორტაირის გამოყენების პერიოდში დაორსულდით,  რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს.  თუ შენიშნეთ მკურნალობის პერიოდში რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ძუძუთი კვება  გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მედიკამენტის მიღებამდე. ბუდესონიდი აღწევს დედის რძეში. თუმცა, კორტაირის თერაპიული დოზის გამოყენებისას ზემოქმედება ბავშვზე არ გამოვლენილა. კორტაირის გამოყენება დასაშვებია ლაქტაციის პერიოდში. მანქანის მართვა და გამოყენება კორტაირი არ მოქმედებს მანქანის მართვის უნარზე და მის გამოყენებაზე.. მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებაზე კორტაირის შემადგენლობაში. კორტაირი შეიცავს ნატრიუმს; მაგრამ არ საჭიროებს რაიმე გაფრთხილებას გამოყენებისას. გამოყენება სხვა წამლებთან არ გამოვლენილა ბუდესონიდის ურთიერთქმედება  ასთმის მკურნალობისას გამოყენებულ ნებისმიერ პრეპარატებთან. ბუდესონიდი  მეტაბოლიზდება პირველ რიგში CYP3A4, ციტოქრომის P450 ფერმენტით. ამ ფერმენტის ინჰიბიტორებმა, მაგ. კეტოკონაზოლმა და იტრაკონაზოლმა შესაძლოა გაზარდონ ბუდესონიდის სისტემური ეფექტი. რეკომენდებული დოზების დროს, ციმეტიდინის ეფექტი პერორალური ბუდესონიდის ფარმაკოკინეტიკაზე ზომიერია, მაგრამ კლინიკურად უმნიშვნელოა.

როგორ გამოვიყენოთ კორტაირი?

შესაძლო გვერდითი ეფექტები

სწორი გამოყენების და დოზის სიხშირის  მიღების/შეყვანის ინსტრუქცია კორტაირის დოზა განსხვავდება პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. დაიცავით თქვენი ექიმის რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები შეიძლება განსხვავდებოდეს ამ ბროშურაში მოყვანილი ინფორმაციისგან. კორტაირი გამოიყენება მხოლოდ ნებულაიზერის დახმარებით. სანამ ამ პრეპარატის გამოყენებას დაიწყებთ დარწმუნდით რომ ნებულაიზერის გამოყენება იცით. კორტაირის პირველად გამოყენებისას ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.  გახსოვდეთ: ყოველი დოზის შემდეგ გამოივლეთ პირი წყლით. თუ თქვენ იყენებთ სახის ნიღაბს, ყოველი დოზის მიღების შემდეგ დაიბანეთ სახე. რეკომენდებული საწყისი დოზა: 6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვები:  სადღეღამისო დოზა 0.25-0.5 მგ დღეში. თუ ბავშვი ღებულობს კორტიზონს, შეიძლება დაინიშნოს უფრო მაღალი საწყისი დოზა. რამოდენიმე ხნის შემდეგ ექიმს შეუძლია დაარეგულიროს დოზა. ერთჯერადი დოზით შეიძლება დღეში  1 მგ-მდე დოზის შეყვანა.   მოზრდილები / ხანდაზმულები:  სადღეღამისო დოზა 1-2 მგ დღეში. რამოდენიმე ხნის შემდეგ ექიმს შეუძლია დაარეგულიროს დოზა. ერთჯერადი დოზით შეიძლება დღეში  1 მგ-მდე დოზის შეყვანა.   სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა. შენარჩუნების მკურნალობა:  6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვები: სადღეღამისო დოზა  0.25-2 მგ დღეში.  მოზრდილები / ხანდაზმულები: სადღეღამისო დოზა  0.5-4 მგ დღეში. მძიმე შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს. კორტაირის გამოყენების პირველივე დღიდან თავს იგრძნობთ უკეთესად. თუმცა სრული ეფექტურობის მისაღებად საჭიროა 2-4 კვირა. უკეთესად ყოფნის შემთხვევაშიც არ შეწყვიტოთ კორტაირის დოზის მიღება. თუ კვლავაც ღებულობთ „კორტიზონის“ ტაბლეტებს და დანიშნული გაქვთ კორტაირი, ექიმი თანდათან შეამცირებს ტაბლეტის დოზას (რამოდენიმე კვირით ან თვით). შესაძლოა, ტაბლეტების მიღების შეჩერებაც კი დაგჭირდეთ. შენიშვნა: თუ მკურნალობა შეიცვალა კორტიზონის ტაბლეტიდან კორტაირით, შეიძლება დროებით, გქონდეთ სიმპტომები, როგორიცაა ცხვირიდან გამონადენი, გამონაყარი, კუნთების და სახსრების ტკივილი. თუ რომელიმე სიმპტომმა შეგაწუხათ, ან თუ დაგეწყოთ თავისტკივილი, დაღლილობა, გულისრევა ან ღებინება, მიმართეთ ექიმს. შეყვანის გზა და მეთოდი:
  1. გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ აქტიური ნივთიერება დისპერგირებულია სითხეში ერთჯერადი დოზის შემცველობის ნაზი შენჯღრევით.
  2. დაიჭირეთ ერთჯერადი დოზის კონტეინერი ვერტიკალურად და მოტრიალებით გახსენით ზედა ნაწილში.
  3. მოათავსეთ გახსნილი მხარე ნებულაიზერში   და ნაზად გამოადინეთ შემცველობა.
ერთჯერადი დოზის შემცველი კონტეინერი  მარკირებულია ხაზით, მის ამოტრიალებისას ხაზი აჩვენებს 1 მლ მოცულობას. თუ საჭიროა მხოლოდ 1 მლ-ის გამოყენება, კონტეინერის შემცველობა გამოადინეთ მანამ , სანამ სითხის დონე არ მიაღწევს ხაზით მითითებულ დონეს . გახსნილი ერთჯერადი დოზა ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას. გახსნილი ერთჯერადი დოზა უნდა გამოყენოთ 12 საათის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ თუ კონტეინერის ნახევარი გამოყენებულია, დარჩენილი შემცველობა არ არის სტერილური. დარჩენილი სითხის გამოყენებამდე, აქტიური ნივთიერება დისპერგირებული უნდა იყოს სითხეში ერთჯერადი დოზის შემცველობის ნაზი შეანჯღრევით. შენიშვნა:
  1. ყოველი ინჰალაციის შემდეგ გამოივლეთ პირში წყალი.
  2. თუ თქვენ იყენებთ ნიღაბს, დარწმუნდით, რომ საინჰალაციო ნიღაბი მჭიდროდ ეკვრის სახეს. ინჰალაციის შემდეგ დაიბანეთ სახე.
  • გასუფთავება
ნებულაიზერის კამერა და მუნდშტუკი ან სახის ნიღაბი უნდა გაიწმინდოს ყოველი გამოყენების შემდეგ. გარეცხეთ ნაწილები თბილი წყლით და რბილი დეტერგენტის გამოყენებით ან   მწარმოებელი ფირმის ინსტრუქციის შესაბამისად. კომპრესორთან შეერთებით, კარგად გაავლეთ და გააშრეთ ნებულაიზერი. თუ მიგაჩნიათ, რომ კორტაირის ეფექტი  არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ თქვენ უფრო მეტი კორტაირი გამოიყენეთ ვიდრე უნდა მიგეღოთ:  თუ თქვენ უფრო მეტი კორტაირი გამოიყენეთ ვიდრე უნდა მიგეღოთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ ერთ მიღებაზე გამოიყენეთ კორტაირის ჭარბი დოზა, მისი მავნე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის. კორტაირის რეკომენდებულზე მეტი დოზის ხანგრძლივი გამოყენებისას (თვეების განმავლობაში) შეიძლება გაჩნდეს გვერდითი ეფექტები. ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.  თუ დაგავიწყდათ კორტაირის გამოყენება თუ დაგავიწყდათ კორტაირის დადგენილი დოზის მიღება, არ არის აუცილებელი დავიწყებული დოზის ანაზღაურება. უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა დანიშნულებისამებრ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზაურებლად.

როგორ შევინახოთ კორტაირი?

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას  თავდაპირველ პაკეტში. თუ არ იყენებთ მთელს ერთეულს დოზირებისთვის, დაიცავით დარჩენილი შემცველობა სინათლისგან  დაცულ ადგილას. ყოველი ერთჯერადი დოზა, გახსნიდან გამოსაყენებელია 12 საათის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ თუ კონტეინერის ნახევარი გამოყენებულია, დარჩენილი შემცველობა არ არის სტერილური. შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. ის ინახება 25 º C –მდე ოთახის ტემპერატურის პირობებში. არ შეიძლება მისი გაყინვა. გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად. კორტაირი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.  ყოველი ერთჯერადი დოზა გახსნიდან უნდა გამოიყენოთ 12 საათის განმავლობაში. ჩაინიშნეთ ფოლგის კონვერტის პირველი გახსნის თარიღი. არ გამოიყენოთ ფოლგის კონვერტის პროდუქტი, რომელიც გახსნილია 3 თვე ან მეტი.