ლევოცეტირიზინის გამოყენება

ჩვენება

მწვავე და ქრონიკული ურტიკარია
სეზონური, სრულწლიანი და პერსისტული ალერგიული რინიტი
ატოპიური დერმატიტი
ალერგიული კონიუნქტივიტი

რეკომენდაციები პედიატრიაში

სრულწლიანი ალერგიული რინიტი:

6 თვიდან და 5 წლამდე: 1,25 მგ ერთხელ დღეში (საღამოს); მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 1,25 მგ/დღეში.
6-დან 11 წლამდე: 2,5 მგ ერთხელ დღეში (საღამოს); მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2,5 მგ/დღეში.
12 წლიდან: 5 მგ ერთხელ დღეში (საღამოს); ზოგიერთი პაციენტისთვის სიმპტომების მოსახსნელად საკმარისია 2,5 მგ ერთხელ დღეში.

სეზონური ალერგიული რინიტი და სხვა რესპირაციული ალერგიები:

2-დან 5 წლამდე: 1,25 მგ ერთხელ დღეში (საღამოს); მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 1,25 მგ/დღეში.
6-დან 11 წლამდე: 2,5 მგ ერთხელ დღეში (საღამოს); მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2,5 მგ/დღეში.
12 წლიდან: 2,5 – 5 მგ ერთხელ დღეში (საღამოს) სიმპტომების სიმწვავის მიხედვით; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 5 მგ/დღეში.

ქრონიკული ურტიკარია:

6 თვიდან და 5 წლამდე: 1,25 მგ ერთხელ დღეში (საღამოს); მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 1,25 მგ/დღეში.
6-დან 11 წლამდე: 2,5 მგ ერთხელ დღეში (საღამოს); მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2,5 მგ/დღეში.
12 წლიდან: 5 მგ ერთხელ დღეში (საღამოს); ზოგიერთი პაციენტისთვის სიმპტომების მოსახსნელად საკმარისია 2,5 მგ ერთხელ დღეში.

Xyzal (levocetirizine dihydrochloride) [prescribing information]. Bridgewater, NJ: Sanofi-Aventis, US, LLC; April 2019. Zuberbier T, Aberer W, Asero R, et al. The EAACI/GA²LEN/EDF/WAO guideline for the definition, classification, diagnosis and management of urticaria. Allergy. 2018;73(7):1393-1414. Wallace DV, Dykewicz MS, Bernstein DI, et al, “The Diagnosis and Management of Rhinitis: An Updated PracticeParameter,” J Allergy Clin Immunol, 2008, 122(2 Suppl):1-84.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა ლევოცეტირიზინის, ცეტირიზინის ან ფორმულის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია.
12 წლამდე ასაკში ნებისმიერი ხარისხის თირკმლის ფუნქციის დაქვეითება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლევოცეტირიზინი, ცეტირიზინის (R)-ენანთიომერი, ჰისტამინის სელექციური ანტაგონისტი, პერიფერიული H1-ჰისტამინური რეცეპტორების ინჰიბიტორია. ავლენს 2-ჯერ უფრო მაღალ აფინურობას H1 რეცეპტორების მიმართ. აქვს ანტიექსუდაციური, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. არ ავლენს ანტიქოლინერგულ და ანტისეროტონინულ ეფექტებს. თერაპიულ დოზებში პრაქტიკულად არ აქვს სედაციური ეფექტი.

ფარმაკოდინამიკა და ფარმაკოკინეტიკ

მოქმედების დასაწყისი: 1 საათი Devillier 2008
მოქმედების ხანგრძლივობა: 24 საათი Devillier 2008
აბსორბცია: სწრაფი და ექსტენსიური
ცილებთან კავშირი: 91 – 92%
მეტაბოლიზმი: მინიმალური (<14%)
ნახევარგამოყოფის პერიოდი: 1 – 2 წლამდე: 4,09 ±0,67 საათი Cranswick 2005; 6 – 11 წლამდე: 5.7 ± 0.2 საათი Simons 2005; მოზრდილებში: 8 – 9 საათი
პიკის დრო: ბავშვებში 1 საათი; მოზრდილებში 0,5 საათი. ექსკრეცია: შარდით (85.4 %); ფეკალიებით (12.9%)

ფარმაკოდინამიკა და ფარმაკოკინეტიკა

10%: გასტროინტესტინური: დიარეა
1% – 10%:
ცნს-ის მხრივ: ძილიანობა, დაღლილობა
გასტროინტესტინური: ყაბზობა, ღებინება
ყურის მხრივ: ოტიტი
რესპირაციული: ნაზოფარინგიტი, ხველა, ეპისტაქსისი, ფარინგიტი.
სხვა: ცხელება
სიხშირე განსაზღვრული არ არის 1%

აჟიტაცია, ანაფილაქსია, ანგიოშეშუპება, ართრალგია, მხედველობის დაბინდვა, დეპრესია, თავბრუხვევა, დისგევზია, ქოშინი, ჰალუცინაციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, მადის მომატება, ინსომნია, იალგია, გულისრევა, პალპიტაცია, პარესთეზია, ქავილი, გამონაყარი, სინკოპე, ტაქიკარდია. ტრემორი, შარდის შეკავება, ვერტიგო.

განსაკუთრებული მითითებები

თირკმლის დისფუნქცია: ლევოცეტირიზინი თირკმელებით გამოიყოფა. სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების დროს და საჭიროა დოზის კორექცია. უკუნაჩვენებია თირკმლის დაავადების ტერმინალურ სტადიაზე (CrCl <10 მლ/წთ), ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში და 6 თვიდან 11 წლამდე თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე ბავშვებში.
შარდის შეკავება: შესაძლოა გამოვლინდეს შარდის შეკავება; სიფრთხილით გამოიყენება შარდის შეკავების გაზრდილი რისკის შემთხვევაში (ზურგის ტვინის დაზიანება); შარდის შეკავების განვითარების შემთხვევაში წამლის მიღება უნდა შეწყდეს.

წამალთაშორისი ურთიერთქმედება

In vitro მონაცემების მიხედვით ლევოცეტირიზინი არ ავლენს ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებას ღვიძლის ენზიმების ინჰიბირების ან ინდუქციის გზით.
In vivo წამალთაშორისი ურთიერთქმედების კვლევები ლევოცეტირიზინზე ჩატარებული არ არის. ასეთი კვლევები ჩატარებულია რაცემულ ცეტირიზინზე. ცეტირიზინი არ ავლენს წამალთაშორის ურთიერთქმედებას ანტიპირინთან, ფსევდოეფედრინთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, კეტოკონაზოლთან და ციმეტიდინთან. 400 მგ თეოფილინის მიღებამ მცირედით დააქვეითა ცეტირიზინის კლირენსი.